II კლასი
საფეხურებრივი სტანდარტის შედეგები და მათი შეფასების ინდიკატორები
მიმართულება: ზეპირმეტყველება
| |
სტანდარტის შედეგები
|
II კლასის შეფასების ინდიკატორები
|
ქართ.დაწყ.(I).1. მოსწავლემ უნდა შეძლოს სათანადო სამეტყველო ქცევის გამოვლენა ნაცნობ საკომუნიკაციო სიტუაციაში.
|
მოსწავლე:
Ø მიზნის შესაბამისად გადმოსცემს კონკრეტულ ინფორმაციას;
Ø ისმენს და ადეკვატურად აღიქვამს ინფორმაციას ნაცნობ თემაზე;
Ø მონაწილეობს ინტერაქციაში ნაცნობ თემატიკაზე;
Ø გადმოსცემს კონკრეტულ ფაქტს / მოვლენას საკუთარი ცხოვრებიდან.
|
ქართ.დაწყ.(I).2. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა, გაგება-გააზრება და გადმოცემა.
|
მოსწავლე:
Ø ამოიცნობს სამეტყველო სიტუაციის ადრესანტს (ვინ ლაპარაკობს), ადრესატს (ვის ელაპარაკებიან) და საუბრის თემას;
Ø სვამს / პასუხობს შეკითხვებს მოსმენილ ტექსტთან დაკავშირებით;
Ø ასათაურებს ტექსტს;
Ø ტექსტზე დაყრდნობით ახასიათებს პერსონაჟებს (მათს გარეგნობას,ნიშან-თვისებებს);
Ø საკუთარი სიტყვებით გადმოსცემს ნაცნობი ტექსტის ეპიზოდისშინაარსს (ილუსტრაციების, სხვა საყრდენების გამოყენებით);
Ø აგრძელებს სხვის მიერ დაწყებულ თხრობას სათანადო ადგილიდან.
|
ქართ.დაწყ.(I).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს პირადი დამოკიდებულების გამოხატვა ტექსტის თემის, მასში განხილული საკითხების მიმართ; მხატვრული ნაწარმოების პერსონაჟ(ებ)ის, მისი/მათი ქცევის შეფასება და საკუთარი თვალსაზრისის ახსნა.
|
მოსწავლე:
Ø გამოხატავს პირად დამოკიდებულებას მხატვრული ტექსტების პერსონაჟისა და მისი მოქმედების მიმართ (მომწონს / არ მომწონს, კარგად მოიქცა / ცუდად მოიქცა; კეთილია, გონიერია და ა.შ.);
Ø ისმენს ტექსტს და ასახელებს შესაბამისი თემატიკის მულტფილმს, საბავშვო ფილმს; იხსენებს მსგავსსა და განსხვავებულ ადგილებს ამ მულტფილმებიდან და საბავშვო ფილმებიდან;
Ø აკავშირებს მოსმენილ ტექსტში ასახულ ამბავს პირად გამოცდილებასთან (იხსენებს მსგავს შემთხვევას, პერსონაჟს უდარებს თავის მეგობარს, სხვ.);
Ø გამოხატავს კონკრეტული პერსონაჟის ქმედებით აღძრულ ემოციებს (მაგ., გამაკვირვა, შემეცოდა და ა. შ.).
|
ქართ.დაწყ.(I).4. მოსწავლემ უნდა შეძლოს ნაცნობი ლექსიკისა და ენობრივ-სინტაქსური კონსტრუქციების სათანადოდ გამოყენება; მართლმეტყველებისა და სამეტყველო ეტიკეტის საბაზისო ნორმების დაცვა.
|
მოსწავლე:
Ø ამბის გადმოცემის, ნაცნობი საგნის თვალსაჩინო ნიშნებით აღწერა-დახასიათების დროს იყენებს მართებულ სიტყვაფორმებსა და მარტივ წინადადებებს;
Ø განარჩევს წინადადების მოდალობებს (თხრობას, კითხვას, თხოვნას, ნატვრას, ბრძანებას) და წარმოთქვამს მათ შესაბამისი ინტონაციით;
Ø სათანადოდ იყენებს კავშირებს (ან, მაგრამ...);
Ø ადრესატის გათვალისწინებით წარმართავს ეტიკეტურ დიალოგებს ნაცნობ თემებზე (მიპატიჟება, თავაზიანი თხოვნა ან უარი და ა. შ.), შეარჩევს მართებულ გამონათქვამს სამეტყველო სიტუაციისა და ადრესატის გათვალისწინებით (მაგ., როგორ ხარ? / ბრძანდებით?);
Ø სწორად ხმარობს კითხვით სიტყვებს (ვინ? რა?), უარყოფით ნაწილაკებსა (არ, ვერ) და ნაცვალსახელებს (პირის, კუთვნილების) სათანადო კონტექსტში.
|
ქართ.დაწყ.(I).5. მოსწავლემ უნდა შეძლოს ზეპირმეტყველების ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად.
|
მოსწავლე:
Ø იყენებს საყრდენებს (მაგ., ილუსტრაციებს, სურათებს, ნახატებს, სხვ.);
Ø იყენებს არავერბალური მეტყველების საშუალებებს.
|
დავალებათა / აქტივობათა ნიმუშები:
Ø მინიდიალოგების მოსმენა და შესაბამისი სამეტყველო სიტუაციის ამოცნობა;
Ø მინიდიალოგების გათამაშება ნაცნობ თემაზე; ინფორმაციის პრეზენტაცია (მაგ., წინასწარ შეთავაზებული მარტივი მოსაწვევი ბარათის და/ან აფიშის მონაცემების საფუძველზე ზეპირი განცხადების გაკეთება დაგეგმილი ღონისძიების რაობის, ჩატარების დროს, ადგილისა და სხვა.);
Ø ილუსტრაციებზე დაყრდნობით უცნობი ტექსტის თემის ამოცნობა; ვარაუდის გამოთქმა ტექსტის შესაძლო შინაარსის შესახებ;
Ø ნაცნობი ტექსტის ცალკეული ეპიზოდის ილუსტრირება და ილუსტრაციების დასათაურება;
Ø მოსმენილი ტექსტის დასათაურება;
Ø ინტერაქცია (კითხვა-პასუხი) მოსმენილ ტექსტთან დაკავშირებით;
Ø პერსონაჟის, ობიექტის ან მოვლენის ჯგუფური დახასიათება;
Ø მინიინტერვიუს მოწყობა მეწყვილესთან და მიღებული ინფორმაციის თანაკლასელთათვის გაზიარება (მაგ., ინტერვიუ თემაზე: „საცხოვრებელი გარემო“: (მეწყვილის სახელი) ცხოვრობს ძნელაძის ქუჩაზე, ცხრასართულიან სახლში, სახლს აქვს დიდი ეზო...“);
Ø სხვადასხვა მოდალობის მიხედვით წინადადებების შედგენა და გამოთქმა შესაბამისი ინტონაციით;
Ø წინადადების მოდალობების მართებულად გამოყენება იმიტირებულ სიტუაციაში;
Ø იმიტირებული სიტუაციის ორგანიზება ეტიკეტური მეტყველების ენობრივი ფორმულების გამოყენებით
Ø და სხვა.
|
მიმართულება: კითხვა
| |
სტანდარტის შედეგები
|
II კლასის შეფასების ინდიკატორები
|
ქართ.დაწყ.(I).6. მოსწავლემ უნდა შეძლოს გაწაფულად კითხვა.
|
მოსწავლე:
Ø თავისუფლად ამოიცნობს ნაცნობ სიტყვებს;
Ø დამარცვლით კითხულობს უცნობ სიტყვებს;
Ø ხმამაღლა (მთლიანი სიტყვებით ან დამარცვლით) კითხულობს და იგებს მარტივი წინადადებებით შედგენილ მცირე ზომის სხვადასხვა ტიპის ტექსტებს;
Ø ხმამაღლა კითხვისას სწორად მონიშნავს წინადადების საზღვრებს ტექსტში, იცავს პაუზას;
Ø სათანადო ინტონაციით გამოხატავს წინადადების მოდალობას (თხრობითი, კითხვითი ბრძანებითი წინადადებების);
Ø აგრძელებს სხვის მიერ დაწყებულ კითხვას სათანადო ადგილიდან;
Ø პოულობს და კითხულობს ტექსტში მასწავლებლის მიერ მითითებულ ადგილებს;
Ø კითხულობს ხმამაღლა და გარკვევით.
|
ქართ.დაწყ.(I).7. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვა და გაგება-გააზრება; ტექსტში ვერბალური და არავერბალური ფორმით მოწოდებული ინფორმაციის (მაგ., ილუსტრაციისა და ტექსტის) ურთიერთადაკავშირება.
|
მოსწავლე:
Ø განარჩევს თხრობასა და დიალოგს, მოიძიებს რეპლიკების ავტორებს;
Ø ტექსტის კონკრეტულ მონაკვეთში მოიძიებს მითითებულ სიტყვას/წინადადებას, (მაგ., პერსონაჟთა სახელებს, ცხოველს, სათამაშოს და სხვ.);
Ø ამოკრებს კონკრეტულ ინფორმაციას (მაგ., რომელ დღეს და რომელ საათზეა ესა თუ ის მულტფილმი, კვირაში რამდენჯერ არის ჭადრაკის წრე და სხვ.);
Ø აჯგუფებს ტექსტში მოცემულ ინფორმაციას კონკრეტული ნიშნების მიხედვით (მასწავლებლის დახმარებით ან დამოუკიდებლად) (მაგ., შინაური და გარეული ცხოველები, ხილი და ბოსტნეული, ზამთრის თემატიკის ამსახველი ლექსიკა, სხვ.);
Ø თანამიმდევრულობის დაცვით, საკუთარი სიტყვებით გადმოსცემს წაკითხული ტექსტის/ტექსტის მონაკვეთის შინაარსს;
Ø პოულობს ტექსტის კონკრეტულ მონაკვეთში ილუსტრაციის შესაბამის ეპიზოდს;
Ø ილუსტრაციის მიხედვით გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შესაძლო შინაარსის შესახებ.
|
ქართ.დაწყ.(I).8. მოსწავლემ უნდა შეძლოს მცირე ზომის მხატვრული ტექსტების ინტერპრეტირება ვერბალური და არავერბალური გზით; ვერბალური ინფორმაციის ვიზუალურად გარდაქმნა და/ან პირიქით.
|
მოსწავლე:
Ø ქმნის წაკითხული / მოსმენილი ტექსტის ან მისი ფრაგმენტის სიუჟეტურ ნახატს;
Ø ირჩევს პერსონაჟს / რომელიმე მოქმედებას / მოქმედების ადგილს და ქმნის ნახატს საკუთარი ინტერპრეტაციით, ფანტაზიით;
Ø ქმნის ნახატს, რომელშიც გადმოცემულია მოსმენილი / წაკითხული ამბის გაგრძელება;
Ø ასათაურებს საკუთარი ინტერპრეტაციით ან ფანტაზიით შექმნილ ნახატს / წაკითხული ან მოსმენილი ტექსტის საფუძველზე დამოუკიდებლად შექმნილი ამბის გაგრძელებას და ხსნის, რატომ შეურჩია ნახატს ასეთი სათაური;
Ø გამოძერწავს პერსონაჟ(ებ)ს;
Ø ნასწავლი მუსიკალური მელოდიით აფორმებს (მიუსადაგებს) ტექსტის მონაკვეთს.
|
ქართ.დაწყ.(I).9. მოსწავლემ უნდა შეძლოს წაკითხული ტექსტის მიმართ პირადი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა; ტექსტის თემის და/ან მასში განხილული კონკრეტული საკითხების შეფასება.
|
მოსწავლე:
Ø აფასებს მხატვრული ნაწარმოების პერსონაჟის საქციელს;
Ø გამოხატავს თავის დამოკიდებულებას ნაწარმოებში გადმოცემული მოვლენისადმი/პერსონაჟისადმი;
Ø ასახელებს წაკითხული ტექსტის შესაბამისი თემატიკის მულტფილმს, საბავშვო ფილმს, ასახელებს მსგავს / განსხვავებულ ადგილებს.
|
ქართ.დაწყ.(I).10. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების მაორგანიზებელი ელემენტების, სტრუქტურული და კომპოზიციური მახასიათებლების ამოცნობა.
|
მოსწავლე:
Ø გამოყოფს ტექსტის მაორგანიზებელ ნაწილებს/ელემენტებს (სათაურს, ძირითად ტექსტს, ავტორს);
Ø ტექსტის მაორგანიზებელ ელემენტებზე დაკვირვებით ამოიცნობს,რა ტიპის ინფორმაციაა მოცემული კონკრეტული სახის ტექსტში (მაგ., ტელეპროგრამაში - გადაცემის ტიპი, დღე, საათი; კულინარიულ რეცეპტში – მასალის ჩამონათვალი, რაოდენობა, მომზადების წესი და სხვ.);
Ø ასახელებს ან მიუთითებს, ტექსტის რომელ ნაწილში უნდა ეძებოს კონკრეტული ინფორმაცია (მაგ., გაკვეთილების ცხრილში სად არის განთავსებული საგნების ჩამონათვალი, სად – კვირის დღეები).
|
ქართ.დაწყ.(I).11. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების ლექსიკურ და სემანტიკურ მხარეზე, ენობრივ ფორმებზე დაკვირვება.
|
მოსწავლე:
Ø განარჩევს და ასახელებს პერსონაჟის / ობიექტის დამახასიათებელ სიტყვებს შინაარსობრივი თვალსაზრისით (საგნის, პიროვნების აღმნიშვნელ სიტყვებს, მოქმედება-მდგომარეობის აღმნიშვნელ ლექსიკას...);
Ø აკავშირებს ერთმანეთთან საგნისა და მოქმედების აღმნიშვნელ სიტყვებს;
Ø ადარებს და კითხვის დასმის საშუალებით აჯგუფებს სიტყვებს (სახელებსა და მოქმედების აღმნიშვნელ სიტყვებს).
|
ქართ.დაწყ.(I).12. მოსწავლემ უნდა შეძლოს კითხვის ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად.
|
მოსწავლე:
Ø უბრუნდება წაკითხულს კონკრეტული ინფორმაციის მოსაძიებლად, ტექსტის უკეთ გასააზრებლად;
Ø სვამს კითხვებს ტექსტში მოცემული ინფორმაციის დასაზუსტებლად;
Ø იყენებს სათაურსა და ილუსტრაციას ტექსტის შესაძლო შინაარსის ამოსაცნობად;
Ø შემუშავებული აქვს მარტივი წესი, რომლის მიხედვით წიგნში იოლად ჩაინიშნავს ან მოძებნის კონკრეტულ ადგილს;
Ø ყურადღებას აქცევს და იყენებს წიგნის სარჩევს, სახელმძღვანელოში მოცემულ პირობით ნიშნებს;
Ø იყენებს მარტივ გრაფიკულ სქემებს, გრაფიკულ მაორგანიზებლებს ინფორმაციის დასაჯგუფებლად;
Ø უცნობი სიტყვების მნიშვნლობის ამოსაცნობად აკვირდება კონტექსტს, იყენებს ტექსტის შემდეგ მოცემულ სიტყვათა განმარტებებს, ან მიმართავს მასწავლებელს/მშობელს.
|
დავალებათა / აქტივობათა ნიმუშები:
Ø ტექსტის კონკრეტულ მონაკვეთში მითითებული სიტყვების მოძიება (მაგ., პერსონაჟთა სახელების, ცხოველების, რეპლიკის ავტორის/ადრესატისა და სხვ.);
Ø არეული რიგით მოწოდებული წინადადებების სწორი თანამიმდევრობით წარმოდგენა წაკითხული ტექსტის შინაარსის აღდგენის მიზნით;
Ø დიალოგის კითხვა წყვილებში;
Ø მხატვრული ტექსტის პერსონაჟთა ამოცნობა მათი დამახასიათებელი ნიშან-თვისების მიხედვით; პერსონაჟთა გარეგნობის, ჩაცმულობის აღწერა;
Ø ილუსტრაციების მიხედვით (შესაძლოა კომპიუტერის, პროექტორის გამოყენება) ნაწარმოების გამოცნობა;
Ø ილუსტრაციის მიხედვით ტექსტის შინაარსის ამოცნობა;
Ø წაკითხული ტექსტის ამბის გაგრძელება;
Ø პერსონაჟის ალტერნატიული საქციელის მოფიქრება;
Ø პერსონაჟთა დამახასიათებელი ნიშან-თვისებების რუკის შევსება;
Ø ტექსტის მიხედვით ილუსტრაციების შექმნა;
Ø პრაგმატული ტექსტების გაკვეთილის ცხრილის, დღის განრიგის, აფიშის, მოსაწვევი/მისალოცი ბარათის და ა. შ.) გაფორმება;
Ø ტექსტის/ტექსტის მონაკვეთის ხმამაღლა კითხვა;
Ø წინადადებების შედგენა ახლად ნასწავლი ლექსიკური ერთეულების გამოყენებით
Ø და სხვა.
|
მიმართულება: წერა
| |
სტანდარტის შედეგები
|
II კლასის შეფასების ინდიკატორები
|
ქართ.დაწყ.(I).13. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის მარტივი ტექსტების შექმნა ნაცნობ თემატიკაზე.
|
მოსწავლე:
Ø ადგენს პრაგმატულ ტექსტებს, სათანადოდ აფორმებს მათ მოდელის შინაარსობრივი და სტრუქტურულ-კომპოზიციური მახასიათებლების გათვალისწინებით;
Ø ადგენს პირადი გამოცდილების ამსახველ ტექსტს მითითებების/ საყრდენების გათვალისწინებით).
|
ქართ.დაწყ.(I).14. მოსწავლემ უნდა შეძლოს ნაცნობი ლექსიკის, ენობრივ-სინტაქსური კონსტრუქციებისა და სტუქტურული ელემენტების ადეკვატურად გამოყენება; კალიგრაფიისა და მართლწერის საბაზისო ნორმების დაცვა.
|
მოსწავლე:
Ø წერს აკურატულად, იცავს ტექსტის გრაფიკულ სტრუქტურას;
Ø სათანადოდ ათანხმებს რიცხვში სახელებსა და მოქმედების აღმნიშვნელ სიტყვებს;
Ø კონტექსტის მიხედვით მართებულად იყენებს ზმნის დროებს (წარსულს, აწმყოს, მომავალს);
Ø იყენებს მაერთებელ კავშირებს სიტყვათა და სიტყვათა ჯგუფების დასაკავშირებლად წინადადებაში;
Ø მართებულად იყენებს თხრობით, ბრძანებით და კითხვით წინადადებებს (სწორად იყენებს ზმნურ ფორმებს) და წინადადებების ბოლოს სვამს სათანადო სასვენ ნიშნებს (წერტილს, კითხვის ნიშანს, ძახილის ნიშანს);
Ø იყენებს ნაცნობ ლექსიკას;
Ø სათანადოდ იყენებს ეტიკეტური მეტყველების ფორმებს პრაგმატული ტექსტების (მაგ., მოსაწვევი ბარათის) შედგენისას;
Ø მართებულად იყენებს მრავლობითი რიცხვის ფორმებს პრაგმატული ტექსტების შედგენისას.
|
ქართ.დაწყ.(I).15. მოსწავლემ უნდა შეძლოს წერის ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად.
|
მოსწავლე:
Ø საჭიროებისამებრ იყენებს საყრდენებს (მოდელს, მარტივ მითითებებს და სხვ.);
Ø შედგენილ ტექსტს ადარებს მოდელს და, საჭიროებისამებრ, შეაქვს შესწორებები;
Ø კითხულობს საკუთარ ნაწერს ხმამაღლა და ასწორებს შემჩნეულ შეცდომებს;
Ø ამოიწერს მასწავლებლის მიერ ჩასწორებულ ფორმებს ან მთლიან წინადადებას;
Ø ასწორებს სხვის (მაგ., თანაკლასელის) ნაწერს.
|
დავალებათა / აქტივობათა ნიმუშები:
Ø შეთავაზებული კონკრეტული სიტუაციის (კონკრეტულად, ვის იწვევენ, რასთან დაკავშირებით, სად, როდის და სხვ.) შესაბამისი მოსაწვევი ბარათის შედგენა სათანადო მაორგანიზებელი ელემენტების გამოყენებით (მიმართვა, ძირითადი ტექსტი, ხელმოწერა);
Ø შეთავაზებული კონკრეტული სიტუაციის შესაბამისი წერილის დაწერა მეგობრისადმი (მაგ., შთაბეჭდილების გაზიარება ახალ მულტფილმზე, წაკითხულ წიგნზე; ახალი ამბის/სამომავლო გეგმის გაზიარება, სხვ.) ორგანიზების სათანადო წესების დაცვით (მიმართვა, ძირითადი ტექსტი, ხელმოწერა); ხელნაწერი და/ან ელექტრონული სახით);
Ø შეთავაზებული კონკრეტული სიტუაციის შესაბამისი გამაფრთხილებელი აბრებისა და განცხადებების შედგენა (მაგ., „ფრთხილად, ეზოში ძაღლია“, „ნუ შეეხებით“, „დაიკარგა ძაღლი“ და ა. შ.);
Ø პირადი გამოცდილების ამსახველი მცირე ზომის მარტივი თხრობითი ტექსტის შედგენა საყრდენების დახმარებით ან მათ გარეშე (მაგ.,”ჩემი დაბადების დღე”, ”როგორ შევხვდი ახალ წელს” და სხვ.);
Ø მცირე ზომის მარტივი თხრობითი ტექსტის შედგენა საყრდენების დახმარებით (მაგ., ამბის გადმოცემა შეთავაზებულ ხუთ მარტივ შეკითხვაზე: „ვინ?“, „სად?“, „რა?“, „როდის?“, „რატომ?“ პასუხის გაცემის გზით);
Ø კითხვებზე პასუხის გაცემა წერილობით და/ან ონლაინ ინსტრუმენტის გამოყენებით;
Ø კარნახით წერა (ფრაზების, აბზაცების, მცირე ზომის ტექსტების);
Ø მცირე ზომის ტექსტის/ტექსტის მონაკვეთის (ფრაზების, აბზაცების) გადაწერა წიგნიდან, დაფიდან
Ø და სხვა.
|
პროგრამის შინაარსი
შედეგების მიღწევა შესაძლებელია მოცემული შინაარსის საფუძველზე:
1. ინფორმაციის გაგება, ანალიზი და შეფასება
ძირითადი თემატიკა:
ლექსიკოლოგიური ასპექტი: სხვადასხვა მნიშვნელობის მქონე სიტყვებზე (საგნების, მოქმედების, თვისებებისა და სხვ. აღმნიშვნელი სიტყვები), სიტყვების მრავალმნიშვნელიანობაზე დაკვირვება; სიტყვის ადეკვატურად შერჩევა კონტექსტზე დაყრდნობით (აზრის უკეთ გამოხატვის მიზნით).
გრამატიკული ასპექტი: ხმოვანი და თანხმოვანი; სიტყვის ბგერითი ანალიზი და სინთეზი; სიტყვის ფორმობრივი ანალიზი საწყის დონეზე; კავშირი და განსხვავება დონეებს შორის: სიტყვა - წინადადება - ტექსტი; მარტივი წინადადების აგება და ძირითადი სასვენი ნიშნების გამოყენება; წარმოთქმული წინადადების ინტონაციის გამოხატვა წერისას და დაწერილისა - პირიქით, წარმოთქმისას; სიტყვათა შინაარსობრივი კავშირი წინადადებაში; წინადადება - დასრულებული აზრი; მოცემული სიტყვებით წინადადების კონსტრუირება; თხრობითი, კითხვითი და ძახილის წინადადებები.
2. ენის კომუნიკაციური ასპექტები
ძირითადი თემატიკა: საუბრის თემა, ადრესანტი და ადრესატი; ეტიკეტური დიალოგები. მოსმენისა და კითხვის სტრატეგიები (თემა, სათაური და საკვანძო სიტყვები). შესწავლითი კითხვა (სასწავლო ტექსტის კითხვის სტრატეგიები: სათაურისა და აბზაცების მიხედვით კითხვების დასმა, საკვანძო სიტყვების გამოყოფა); ტექსტის კორექტირების მარტივი ხერხები (ჩამატება, ამოღება). ტექსტი, როგორც თემატური და აზრობრივი ერთიანობა. სათაურის ტიპები. ტექსტის სტრუქტურულ-აზრობრივი ნაწილები: დასაწყისი, ძირითადი ნაწილი, დასასრული. აღწერა და მსჯელობა. მიზნობრივი და ზეპირი კომუნიკაციის მარტივი ტექსტები (წერილი, დიალოგი, განცხადება, გამაფრთხილებელი წარწერები).
3. მხატვრული ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა
ძირითადი თემატიკა: ლექსები, მოთხრობები და ზღაპრები თანატოლებზე, სამშობლოზე, მეგობრობაზე, სიმართლეზე, ადამიანურ ურთიერთობებზე, ადამიანისა და ბუნების ურთიერთობაზე, სიკეთესა და ბოროტებაზე.
საკითხავი მასალა: ლიტერატურული და ხალხური ზღაპრები, იგავ-არაკები; მცირე ფოლკლორული ჟანრები: ენის გასატეხები, გამოცანები, ანდაზები, ლექსები, ქართული და უცხოური საბავშვო კლასიკა, მოთხრობები, კომიქსები, ქართული საბავშვო ლექსები.
No comments:
Post a Comment