სსიპ ქალაქ თბილისის N167
საჯარო სკოლის დირექტორს,
ქალბატონ
ელენე ფუტკარაძეს
ამავე სკოლის დაწყებითი საფეხურის
მასწავლებლის
ბელა ნავდარაშვილის
გ
ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
სურვილი მაქვს, 2019 წლის იანვრიდან ივნისის
ჩათვლით სსიპ ქალაქ თბილისის N167
საჯარო სკოლაში II/ბ კლასის ბაზაზე
დაიწყოს ფუნქციონირება ქართული ენისა და ლიტერატურის წრემ. საწრეო მუშაობა
ჩატარდება ყოველ ორშაბათს მეხუთე გაკვეთილზე.
საწრეო მუშაობის მიზნები
მოსწავლემ შეძლოს:
·
სათანადო სამეტყველო ქცევის
გამოვლენა ნაცნობ საკომუნიკაციო სიტუაციაში;
·
ნაცნობი ლექსიკისა
და ენობრივ-სინტაქსური კონსტრუქციების
სათანადოდ გამოყენება; მართლმეტყველებისა და სამეტყველო ეტიკეტის საბაზისო
ნორმების დაცვა;
·
გაწაფულად კითხვა;
·
სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის
ტექსტების ლექსიკურ და სემანტიკურ
მხარეზე, ენობრივ ფორმებზე დაკვირვება;
·
ნაცნობი ლექსიკის, ენობრივ-სინტაქსური კონსტრუქციებისა
და სტუქტურული ელემენტების ადეკვატურად გამოყენება; კალიგრაფიისა და მართლწერის საბაზისო
ნორმების დაცვა;
·
წერის ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება მიზნის
შესაბამისად.
გთხოვთ, დამრთოთ ნება, რომ აღნიშნულმა წრემ ამა
წლის 21 იანვარს დაიწყოს მუშაობა.
განმცხადებელი: / ბელა ნავდარაშვილი/
თარიღი: 17.01.2019
No comments:
Post a Comment